სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ
დეკანის ბრძანება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ
საბაკალავრო პროგრამის-,,პოლიტიკის მეცნიერება“ - სტუდენტის ხარშილაძე ნოდარის 2026წლის 22ივლისის #12723/30 განცხადების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ ხარშილაძე ნოდარის საბაკალავრო ნაშრომის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
თამარ ქარაია - ასოცირებული პროფესორი;
ელენე გელაშვილი - მოწვეული პედაგოგი, სასწავლო პროცესის მარტვის სამსახურის უფროსი.
2. კომისიამ სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.